1.პროექტის სახელი: რატომ არ გვაქვს ქართველებს სულხან-საბა ორბელიანის საფლავი.
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ სულხან საბა ორბელიანის ბიოგრაფიას და განსაკუთრებით მისი გარდაცვალების დეტალებს, გაეცნობიან იმ ვითარებას რის გამოც დაიკარგა საფლავი
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ორბელიანების გვარის ისტორიას, მათი ოჯახის შესახებ მოიძიებენ ინფორმაციას, სად ცხოვრობდნენ, ვინ იყვნენ მათი ნათესავები, სად დაიბადა და გაიზარდა სულხანი, რა პრობლემების გამო იმოგზაურა მან სხვადასხვა ქვეყანაში, როგორი იყო მისი მოგზაურობის შედეგები, რამ განაპირობა მართლმადიდებლობის კატოლიკობით შეცვლა, როგორ წარიმართა უკანასკნელი მოგზაურობა, სიკვდილი... საფლავი სვეხსვიატსკოეს მონასტერში...საბჭოთა ეპოქის დაუნდობელი წლები..
ამ ინფორმაციის მისაღებად ვისარგებლებთ სხვადასხვა ლიტერატურით,ინტერნეტით, წავალთ ექსკურსიაზე ტანძიაში.
4. მონაწილეთა ასაკი / კლასები - მე- 7-8 კლასებ
5. ვადები-ხანგრძლივობა: 2 თვე, ოქტომბერი, ნოემბერი
6. პროექტის აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიები, ანალიზი, ნამუშევრების განთავსებები ბლოგზე, თვალსაჩინოებების შექმნა
7. მოსალიდნელი შედეგები: ინტერნეტის ბლოგებზე დაიდება კვლევის შედეგები და თვით კითხვაც: “რატომ დაიკარგა საფლავი ?”და ამის საფუძველზე დაინტერესდება ბევრი ადამიანი
სკოლაში გაკეთდება სულხან საბას კუთხე.
მოეწყობა პრეზენტაცია-ჩვენება პროექტის შედეგად მოძიებული მასალების გამოყენებით.
8. სარგებელი სხვებისათვის: ა) მოსწავლეები გაამდიდრებენ ინფორმაციას სულხან-საბა ორბელიანის შესახებ.
ბ) მოსწავლეები დაიწყებენ გამოკვლევებს “სხვისი საფლავები” და ინტერნეტზე დაიდება ინფორმაცია უპატრონოდ მიტოვებული საფლავების შესახებ
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში, ისტორიაში(შეისწავლიან XVII- XVIII და XX საუკუნეების ეპოქებს)
11. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12: პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა წერეთელი, ქალაქი რუსთავი, XX საჯარო სკოლა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
13. ელ-ფოსტა: manana1610@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი: isevsaba.blogspot.com.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий